გოგოს და ბიჭის მეგობრობა.
არსებობს უამრავი საკითხი, რაზედაც საზოგადოება ორ ნაწილად იყოფა! ორივე მხარი სრულიად საპირისპირო აზრს გამოთქვავს, რაც იწვევს აზრთა სხვადასხვაობას და ხშირად კონფლიქტის მიზეზიც ხდება. ამ თემაზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ და ვიკამათოთ, რასაც ჰქვია "გოგოს და ბიჭის მეგობრობა".
როგორც ასეთი, ძველად ტრადიციისამებრ ბიჭს ჰყავდა ძმაკაცი, ხოლო გოგოს დაქალი! მაშინ არიყო მიღებული მეგობრობა, საპირისპირო სქესის ადამიანებს შორის, ქალს და მამაკაცს არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონდათ გარდა სიყვარულისა...
21-ე საუკუნის საქართველოში, საპირისპირო სქესის მეგობრობა მიღებულია, ძალიან ხშირი შემთხვევებია, როდესაც მეგობრობის ეს მაგალითი "საუკეთესო"-ს ნიშნავს და ბევრი მათგანისთვის მეგობრობის ეს ფორმა ყველაზე კომფორტული და "ერთ სქესიან" მეგობრობაზე უფრო მყარი და ძლიერია.
ჩვენს ირგვლივ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან კონკრეტულად და მკაცრად, უარყოფენ ამ თემას და მიიჩნევენ, რომ ყოველივე ეს არის, ფარსი და მიუღებელი. მე შევეცდები რომ ამ თემის რეალურობაში დაგარწმუნოთ და დაგიმტკიცოთ ყველაფერს აქვს თავისი ახსნა, ხოლო ყველაფერი უბრალოდ არ ხდება...
ძალიან ბევრჯერ გვსმენია შემდეგი ფრაზები: "ჩემს დაქალს დავშორდი იმის გამო, რომ მას ჩემი იდეალური ცხოვრების შეშურდა", "ჩემს დაქალს ჩემი შეყვარებული მოსწონს და სიყვარული დააყენა, დაქალობაზე წინ", "ჩემმა დაქალმა ახალი მეგობარი გაიჩინა და მიმატოვა მხოლოდ იმის გამო, რომ ის უფრო (კაი ტიპია) ", "ძმაკაცს დავშორდი იმის გამო, რომ საქმე საქმეზე როდესაც მიდგა მან ყველანაირი ღონე იხმარა რომ სხვების თვალში მე დავემცირებინე და ცუდი გამოვეყვანე", "ჩემს ძმაკაცს ჩემი და მოეწონა, და ავახვევინე ჩემი ცხოვრებიდან", "ჩემი ძმაკაცი ჩმორი აღმოჩნდა როდესაც საქმე მსხვერპლს მოითხოვდა >_<". და ა.შ... (უბრალოდ ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია).
იცით რა არ მესმის?! არ მესმის ის, რომ როდესაც ორი ადამიანი (იგულისხმება მეგობარი) ერთად თავს გრძნობენ კომფორტულად, უგებენ ერთმანეთს, ეთანხმებიან ერთმანეთის აზრს და ფიქრობენ ერთნაირად, ან თუნდაც სულაც არ ფიქრობენ, მაგრამ იმდენად ბედნიერად გრძნობენ თავს, რომ შეუძლიათ დილიდან საღამომდე იყვნენ ერთად და ბევრი სიგიჟე ჩაიდინონ, არ მესმის და არც მინდა გავიგო რამ ან ვინ ან რატომ უნდა შეუშალონ ხელი...
ბევრი ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ "გოგოს და ბიჭის მეგობრობა" იყოს სამუდამო ან უფრო სასარგებლო: 1) ერთმანეთის არასოდეს შეშურდებათ.
2) ბიჭი ყოველთვის დაუდგება მხარში, გოგოს რაც არუნდა მოხდეს, ეს იქნება ნებისმიერი კონფლიქტი თუ გაჭირვებაში გვერდით დგომა.
3) შეუსრულებს ბევრ სურვილებს.
4) გოგო უფრო თავდაჯერებულად და დაცულად იგრძნობს თავს, იმის გამო, რომ იცის მის გვერდში დგას "ძმა და მეგობარი" რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში უერთგულებს მას და არასოდეს მიატოვებს.
5) ორ პიროვნებას ეყოლება სანდო ადამიანი გვერდით და არექნება მასთან არანაირი კომპლექსი და გაუმხელს ყველა საიდუმლოსა თუ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოვლენებს.
Comments
Post a Comment