რა არის ჩემთვის ნდობა

   ნდობა არის ის ერთ-ერთი ფაქტორი რაც ადამიანს ხდის თავდაჯერებულს. თუ ადამიანს ენდე ბოლომდე და გული გადაუშალე, ეს იმას ნიშნავს რომ ის ადამიანი შენთვის ძალიან ძვირფასი და ახლობელია. რაღათქმაუნდა ასევე არ შეიძლება ყველას ენდო, ირგვლივ უამრავი ბოროტად განწყობილი ადამიანია, რომელიც სხვისი უბედურებით თუ კონკრეტული წარუმატებლობით საზრდოობს, ეს იქნება კარიერული თუ პირადი ცხოვრება. ნდობა ყველას სხვადასხვანაირად ესმის, პირადად ჩემთვის ნდობა იცით რა არის?! ჩემი აზრით, "თუ ნდობა არ არის იქ არაფერი არ არის!!!", ირგვლივ ყველაფერი ნადგურდება, მეგობრობაც და სიყვარულიც. სიყვარული არის დიდი ნდობა, როცა ადამიანს ისე ენდობი, როგორც საკუთარ თავს და არასდროს არ გიწევს მასთან თამაში. თუ თამაშობ მხოლოდ, იმისათვის, რომ ცოტათი, ერთი ბეწოთი აეჭვიანოთ ხოლმე და მთლად ბოლომდე მოდუნების უფლებაც არ მისცე.

   მიუხედავად ასაკისა, ჩვენ ყველანი სრულფასოვანი ადამიანები ვართ, ჩვენი ღირსებებით და შეცდომებით. ჩვენი შეცდომები ჩვენი პირადი პასუხისმგებლობაა და მასზე ვალდებულების აღება არც ოჯახს და არც ნათესავებს არ ეკისრებათ. როგორც უკვე ავღნიშნე, ჩვენ ზრდასრული და ცივილური ადამიანები ვართ და თითოეული ჩვენი ქმედება უნდა ვაკონტროლოთ, რადგან მასზე პასუხი მხოლოდ ჩვენ მოგვეთხოვება. სანამ მეგობარს გაუმხელდე საიდუმლოს დაფიქრდი არის ის ნამდვილი მეგობარი?! იმსახურებს შენს ნდობას?! ამ ყველაფრის გათვლისწინებით თუ ვიმოქმედებთ ყველა ჩვენგანი მაშინ, ნაკლები იმედგაცრუება და რაღათქმაუნდა ნაკლები ურთიერთობების დანგრევა იარსებებს დღევანდელ რეალობაში. მუდამ გახსოვდეს შენი ყველაზე დიდი მტერი საკუთარი თავია ასე, რომ შენ უნდა გამოასწორო ის შეცდომები რაც შენივე დაუფიქრებლობის შედეგად დაუშვი.

   რა არის ნდობა... "როდესაც მამა აგდებს ჰაერში ერთი წლის ბავშვს ის იცინის, იმიტომ რომ იცის, მამა მას აუცილებლად დაიჭერს".
- ეს ნდობაა.
   ნდობაზე შეიძლება ძალიან ბევრი ვისაუბროთ, ამ საკითხს ყველა სხვადასხვანაირად უდგება, ზოგი ფიქრობს, რომ ყველას უნდა ენდოს და ეს საფრთხეს საერთოდაც არ წარმოადგენს, ზოგი კიდე ამაში დიდ პრობლემას და საშიშროებას ხედავს და ყველაფერში, ნებისმიერ დეტალში ფრთხილობს, რომ მარცხი არ განიცადოს ცხოვრებაში. ძირითადად ასეთ ადამიანებს გული არა ერთხელ, არამედ ბევრჯერ აქვთ ნატკენი. ნდობა არის როდესაც გიყვარს და ენდობი, როდესაც მეგობრობ და გჯერა მისი, თუნდაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. "ნდობა საშლელივითაა, ყოველი შეცდომის შემდეგ სულ უფრო პატარავდება".

   ვისწავლე, რომ ხალხის ნდობა არ შეიძლება;  ვისწავლე - არ დავიჯერო რასაც ამბობენ; ვისწავლე, რომ ყველას და ყველაფერს შეუძლია ტყუილში იცხოვროს. როგორც იქნა თავი დავარწმუნე, რომ ადამიანები - ისინიც კი, რომელთაც გგონია რომ კარგად იცნობ ბოლომდე შეუცნობლები არიან. იცით რა განსხვავებაა წყენასა და ნდობას შორის? "წყენა გაივლის, მაგრამ ნდობა აღარ დაბრუნდება".

   "ნდობის მოპოვება საკმაოდ რთულია, დაკარგვა 1 წამის საქმეა". "სისულელეა საუკეთესო მეგობრის ყოლა, ბოლოს მაინც გატკენს გულს! ჯობია ყველასთან დისტანცია გეჭიროს"... ;"ქალი კი მოხლოდ მაშინაა სანდო, როცა უყვარხარ..."; "კარგ ურთიერთობას არ სჭირდება პირობები, წესები და კანონები, სჭირდება მხოლოდ ორი ადამიანი, ერთი - ვინც ენდობა და მეორე - ვისაც ნდობა ესმის..."; "არავის ენდო ბოლომდე! გახსოვდეს საკუთარი ჩრდილიც კი გტოვებს სიბნელეში შესვლისას"; "ნდობა საფუძველია ყველანაირი ურთიერთობისა"; "ბევრი მიზეზი მაქვს იმისათვის, რომ ადამიანებს აღარ უნდა ვენდო". 2 მიზეზი, თუ რატომ არ ვენდობით ადამიანს: 1) არ ვიცნობთ.
                                                                                                               2) კარგად ვიცნობთ.

Comments

Popular posts from this blog

ერთგულება ნიჭია...

ესე "ტალანტის გამრავლება" (გრიგოლ ხანძთელი).