რა არის გოთიკა?!

   ადამიანის განსხვავებულობა, ჩაცმის სტილი, მუსიკის "ხალხისთვის"განსხვავებული მიმდევრობა ამ შემთხვევაში "როკი", მუქი ფერის ტანისამოსი ნაგულისხმევია "შავი", შინაგანად მშვიდი სამყარო,პირადი მოსაზრებები და შეხედულებები ამიერ სამყაროსთან და ზოგადად ნებისმიერ საკითხზე. ეს ყველა იმ მიზეზთაგანია, რაც საზოგადოებაში იწვევს დიდ აგრესიას.

   გოთიკური ხელოვნება - შუასაუკუნოვანი ხელოვნების სტილი, რომელიც ჩრდილოეთ საფრანგეთში, ჩ.წ. XII საუკუნეში ჩამოყალიბდა. იგი ჩაენაცვლა რომანულ სტილს. ტერმინი გოთიკა უფრო ხშირად გამოიყენება არქიტექტურულ ნაგებობებთან. თუმცა, იგი მოიცავს ამავე პერიოდის ხელოვნების სხვა სფეროებსაც - ქანდაკებას, ფერწერას, ვიტრაჟს, ფრესკას და ა.შ.




   ალბათ საქართველოში და არამარტო საქართველოში, ყველაზე დიდი პრობლემაა ადამიანების დამოკიდებულება მათგან განსხვავებულ ადამიანებთან. ალბათ გსმენიათ "გოთიკურ სუბკულტურაზე" მისი მიმდევრები ყოველთვის ყველაზე მეტად ისჯებიან, ხალხი, "ბრბო" ვერ ეგუება თავისზე განსხვავებულ ადამიანებს, შესაბამისად დიდი აგრესიას იწვევს მათში. სამწუხაროდ, არაერთმა გოთმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით და მოგეხსენებათ თვითმკვლელობის უმეტესი ნაწილი, ბულინგის მსხვერპლნი იყვნენ, არამარტო სიტყვიერ არამედ ფიზიკურ შეურაწხყოფასაც ჰქონდა ადგილი. მე, სამწუხაროდ არ მაქვს გოთებთან შეხება, თუმცა პატივს ვცემ, რატომ? იმიტომ, რომ მათ არ ეშინიათ სისტემის, საზოგადოების აზრის. მათი მთავარი მიზანი არ არის სხვა ადამიანების დამცირება და რელიგიების შეურაწხყოფა, პირიქით თავად განსხვავებული რელიგიის მიმდევრები არიან, ზოგი ათეისტიცაა ეს უკვე ადამიანის შეხედულებებზე და ინდივიდუალურობაზე არის დამყარებული. უამრავი "ჩვეულებრივი" ადამიანი ვიცი ათეისტი - ანუ რეალისტებად მიიჩნევენ თავს და არც ერთ რელიგიას არ აღიარებენ, თუმცა მათაც არანაკლებ კრავს ხელს საზოგადოება. გაიღვიძეთ ხალხო! რომელ რელიგიაში წერია, რომ ადამიანები რელიგიის მიხედვით უნდა განვსაჯოთ?! ან ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ადამიანებზე ძალადობთ - სიტყვიერთი თუ ფიზიკური გზით, მხოლოდ იმიტომ რომ არ არის შენნარი. განვმეორდები და ვიტყვი: საზოგადოება ანუ ამ შემთხვევაში "ბრბო" რატომ ვერ აღიქვამენ გოთებს მათ ნაწილად და რატომ ხდება მასიური დაკნინება ვერ ვხვდები... როდესაც ადამიანი არის განსხვავებული, ჩაცმულობით, პირადი შეხედულებებით და უსმენს მუსიკის მიმდინარეობას "როკს"რას ხედავენ ამაში ცუდს ჩემთვის გაურკვეველია! პირველ რიგში ცნობიერების ამაღლება უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში, უნდა ისწავლოს საზოგადოებამ, რომ "სუბკულტურა" ყველანაირად ემიჯნება სატანიზმს და ა.შ. "სატანისტურ სექტებს"... 

Comments

  1. მომწონს, ძალიან კარგია..კარგი იქნება თუ საზოგადოება შეძლებს გამიჯნოს ერთმანეთისგან რა არის "სატაინზმი"და რა კულტურა

    ReplyDelete
    Replies
    1. მიხარია, რომ მოგწონთ <3

      Delete
  2. rakargia :3 dzlivs sheignebs xalxi.mixaria rom aqaqc arian xelovani xalxi

    ReplyDelete
  3. მიყვარს გოთური ხელოვნება,მიხარია რომ აქაც არიან განსხავებული ხალხი :3

    ReplyDelete
  4. შუა საუკუნეები რაშუაშია? �� გოთური მუსიკა 80 იან წლებში წამოვიდა და შემდგომ 90 იან წლებში სუბკულტურა, რაც შეეხება სტილს გოთიკის სტილი მრავალფეროვანია და იპარავს სხვა არსებული კულტურიდან რათაცეებს, რაც ხელოვნებასთან ასოცირდება, ეს ვიქტორიანულიც იმიტომ მოიპარა, რომ ეგ ეპოქა იყო მისტიური დ ა.შ გოთიკისთვის ეს დამახასიათებელია, გოთებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ნუ გგონიათ რომ მათ საერთო აქვთ, არსებობენ ვისაც იზიდავს ძველი ეპოქა და თანამედროვე ეპოქაც

    ReplyDelete
    Replies
    1. This comment has been removed by the author.

      Delete
    2. საქართველოში არავის არასდროს დააინტერესებს ტრადიციული გოთიკა. :) სწორედ ამიტომ მე იმედი დიდი ხნის წინ გადამეწურა. არასდროს გოთიკური სუბკულტურა აქ არ იქნება. მხოლოდ იმიტირებული გოთიკური სამეგობროები და სამეგობროშიც ხელოვნური ურთიერთობები. რადგან აქ ყველაფერი უკუღმართად ხდება, აღარც ისეთი გასაკვირი არ არის, რომ მერლინ მენსონის პაროდია თბილისის გოთიკურ მიმდინარეობას სათავეში უდგას. ვიცი, ჩემს სიტყვას არა აქვს აზრი და მაინც არავინ გაიგებს. ეს არ არის ვინმესადმი ანტი-რეკლამა ან ნეგატიური კომენტარი. ეს ფაქტი უბრალოდ უფრო მეტად სამარცხვინოა, ვიდრე ხალხის მხრიდან სუბკულტურების დისკრიმინაცია ;)

      Delete
    3. ლაზარე აქ არავის უკითხავს შენთვის ტრადიციულ გოთიკაზე :)) აქ საუბრობენ განსხვავებულობაზე და პრობლემებზე რაც გოთებს და განსხვავებულად ჩაცმულ ხალხს აწყდება

      Delete
    4. ხო რათქმაუნდა,:D მე განსხვავებული აზრი გამოვთქვი ამ თემასთან დაკავშირებით და არავის აინტერესებს. თუ დავწერდი Marylin Manson-ი ძალიან მაგარი მომღერალია, გულებს დამიწერდნენ. სწორედ განსხვავებულობას რაც ეხება ის არის, რომ მარტო ვიზუალი არ იყოს პროტესტის მიზანი. მაშინ რა განსხვავებაა გონებაჩაკეტილ გრუზინებს შორის და ერთ სისტემაში მოქცეული უმცირესობის მაინც და ისევ მეინსტრიმად ქცევისაკენ მიმართული ქართული - "თბილისური გოთური" საზოგადოების მენტალიტეტს შორის?

      მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ პროტესტის იდეოლოგიის გადმოცემის მაგივრად საკუთარ პიარზე და პოპულარობაზე ზრუნავთ ;)

      Delete

Post a Comment

Popular posts from this blog

რა არის ჩემთვის ნდობა

ერთგულება ნიჭია...

ესე "ტალანტის გამრავლება" (გრიგოლ ხანძთელი).