დიდი იმპერატორების პოლიტიკური და პიროვნული თვისებები

                                   იულიუს კეისარი

   იულიუს კეისარი ახალგაზრდობიდანვე ძალზედ შეუპოვარი, მაგრამ კეთილგონიერი პიროვნება იყო. ახალგაზრდობაში კეისარს ძლიერ უყვარდა ღვინის სმა და ქალებში დროს ტარება. სულამ მას ლოთიც კი შეარქვა, თუმცა შემდგომში კეისარმა მკვეთრად შეიცვალა ცხოვრების სტილი და სწორუპოვარი ჯარისკაცის სახელი მოიპოვა. კიესარი თავად იყო მაგალითი ლეგიონერებისათვის, იყო საოცრად გამძლე, ამტანი და თავზეხელაღებული მებრძოლი. იულიუს კეისრის ხასიათში ასევე იგრძნობა სამშობლოსადმი სიყვარული, სიამაყე და დამპყრობელი სული. 58-52 წლებში მან გალია დაიპყრო.


                                                              ანტონიუსი

   ანტონიუსის ხასიათში იგრძნობა მბრძანებლობის ინსტიქტი, ასევე სიამაყე. ანტონიუსისა და ოქტავიუსს შორის არსებულმა წინააღმდეგობამ იჩინა თავი. სწორედ აქედან გამოიკვეთა ანტონიუსის შეუპოვრობა. ანტონიუსს ყოველთვის მიაჩნია, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ყოველთვის მიდის კომპრომისებზე. თუმცა იგი ოპტიმისტია, სასტიკ ბრძოლაში ანტონიუსი დამარცხდა, მან ბრძოლის ველი დატოვა და ალექსანდრიაში გაიქცა. ასევე მის ხასიათში გამოიკვეთა, რომ იგი პროვოკატორია, ის წინ არასდროს იყურება და მოქმედებს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. იგი დაშვებულ შეცდომებზე თვალებს ხუჭავს და არ ფიქრობს რა შედეგი მოყვება ყოველივე ამას. სწორედ მისი დაშვებული შეცდომების გამო მოიკლა თავი, რადგან იგი სასოწარკვეთილი იყო.


                                          ავგუსტუსი


   რომის პირველი იმპერატორი ავგუსტუსი იყო ძალზედ მშვიდობის მოყვარული პიროვნება, რადგანაც ოქტავიუსმა მოქნილი პოლიტიკის წყალობით ბევრი მომხრე შეიძინა. მან გაატარა რეფორმები, რომლებმაც მოსახლეობის ღარიბი ფენების მდგომარეობა გააუმჯობესა. სენატს სამოქალაქო ომების ეშინოდა და ოქტავიუსს დიდი უფლებები მიანიჭა. ეს  მის ტიტულშიც აისახა: აწორედ აქედან მას ღვთით განდიდებული ეწოდა. ავგუსტუსი ძალზედ ცივი გონებით მოქმედებდა რადგან მას არ დავიწყებია, რომ იულიუს კეისარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ერთპიროვნული მმართველობისათვის სიცოცხლეს გამოასალმეს, სწორედ ამიტომაც იგი ცდილობდა რომის რესპუბლიკის გარეგნული სახე შეენარჩუნებინა. ავგუსტუსის პერიოდში ძალიან სტაბილური მმართველობა იყო დამყარებული, იგი ყველას აზრს და შეხედულებებს ითვალისწინებდა და იმპერიას მართავდა კანონის ფარგლებში: მართავდა სახალხო კრებებს, სენატის სხდომებს, ირჩევდნენ კონულებს და ა.შ. 
   მაგრამ ის ისეთი ცივილური და თავმდაბალი ადამიანი იყო, რომ არამარტო თვითონ არამედ მისი მომხრეებიც იკავებდნენ მნიშვნელოვან თანამდებობეს. კიდევ ის ფაქტი მეტყველებს ავგუსტუსის მშვიდობისმოყვარეობაზე, რომ "ავგუსტუსის მმართველობის დროს რომში მშვიდობა და კეთილდღეობა სუფევდა". იგი პროვინციებიდან აღებული თანხებით მდიდრულ შენობებს აგებდა - ეს იყო ლიტერატურის, მეცნიერების და ხელოვნების აყვავების ხანა. ავგუსტუსისათვის სამშობლოს განვითარება და კეთილდღეობისაკენ სწრაფვა უმთავრესი მიზანი იყო და სწორედ ამიტომ მას უწოდეს "სამშობლოს მამა". მოკლედ, რომ ვთქვათ ავგუსტუსი იყო კეთილი, მშვიდობისმოყვარე და სამართლიანი მმართველი, რის გამოც მან დაიმსახურა ხალხის სიყვარული და დიდი აღიარება. როგორ ასეთი, ისტორიაში რომის პირველი იმპერატორი მაინც ავგუსტუსი შევიდა.


                                             ნერონი

    ნერო ლუციუს კლავდიუს დრუზუს გერმანიკუს ცეზარი, იყო რომის იმპერატორი 54 წლიდან. იგი იყო იულიუსებისა და კლავდიუსების დინასტიის წარმომადგენელი. სწორეთ მათ გენებში აისახა ნერონის თვისებები. იგი იყო პატივმოვყარე, სასტიკი და გარყვნილი ტირანი. ის იყო მმართველი რომელსაც მთელი სახელმწიფოებრივი ძალაუფლება გააჩნდა, ანუ - დიქტატორი. მას გააჩნდა ლიდერის თვისებები, იგი იყო ძალზედ სასტიკი და ბოროტი დიქტატორი. იგი ასევე იყო ამბიციური და თვითკმაყოფილი პიროვნება, ის გარკვეულწილად ხელოვანი იყო რადგანაც მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოვებული, იგი არავის არ ინდობდა და ყველას კლავდა ვინც მისი "უდიდესი ხელოვნებით" აღტაცებული არ იყო. იგი მოქმედებდა ნაწილობრივ კანონის ფარგლებში, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად უსამართლოდ. მოქმდებედა პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე აქედანაც ჩანს მისი სასტიკი ხასიათი, როდესაც მან თავისი ახლობელი ადამიანები და ოჯახის წევრები დახოცა. იგი ასევე იყო პროვოკატორი, ის არ იყო მშვიდობის მოყვარული, 64 წელს მან რომში ხანძარი გააჩენინა და ეს დანაშაული ქრისტიანებს დააბრალა. ისინი მხეცებს დააგლეჯინეს, ზოგი დაწვეს. თუმცა მისი ამბიციურობისდა მიუხედავად მან დიდი მარცხი განიცადა, როდესაც 68 წელს აჯანყდნენ გალიის მმართველი ვინდექსი, ესპანეთის ლეგბატი გალბა და რაინის ლეგოინერების მეთაური რეფუსი. ნერონს პრეტორიანელებიც განუდგნენ და იძულებული შეიქმნა თავი მოეკლა რადგან მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, სასოწარკვეთილი იყო. მისი ხასიათიდან გამომდინარე მან სიცოცხლეშივე დაიმსახურა პატივისცემა, იმ მხრივ რომ მისი ყველას ეშინოდა; შოთა რუსთაველის აფორიზმიც ამაზე მეტყველებს, "შიში შეიქმს სიყვარულსა", მაგრამ არა სიყვარული, მან ვერ დაიმსახურა იმიტომ, რომ იგი ძალზედ სასტიკი იყო "სიყვარული" გადატანითი მნიშვნელობით არის ნაგულისხმევი. მისი ამბიციურობა და ქედმაღლობა სიკვდილის ბოლო წუთამდე იქნა შენარჩუნებული მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: "ოო, რა მსახიობი ვიღუპები".

Comments

Popular posts from this blog

რა არის ჩემთვის ნდობა

ერთგულება ნიჭია...

ესე "ტალანტის გამრავლება" (გრიგოლ ხანძთელი).