ავიმაღლოთ ცნობიერება "ახალ წელზე" ^_^

   როგორც ყველა, ახალ წლის დადგომას ელოდება დიდი სიხარულით. "ახალი წელი"-ის დამდეგს ყველა ტრადიციისამებრ ხვდება: ოჯახებში, მეგობრებში, ნათესავებსა თუ კოლეგებში.

   დიასახლისები ამზადებენ ნაირ-ნაირ კერძებს. ღამის 12:00 საათზე იშლება სუფრა სადაც, ტკბილეულით და თითო ჭიქა ღვინით აქვთ საშუალება, რომ მიულოცონ ერთმანეთს და ახალი წლის დადგომა იზეიმონ. ამ დროს ყველა სახლში, ჟრიამული და სიხარულია.

   ზამთართან ერთად ყველა ჩვენთაგანი ოჯახში კარს შემოაღებს ახალი წელი - ოცდამეერთე საუკუნის რიგით მე-17 წელიწადი. 

   ნელ-ნელა ახლოვდება ახალი წელი. ყველა მოუთმენლად ელოდება ამ დღესასწაულს. საგანგებოდ აწყობენ და ასევე ფიქრობენ თუ როგორ გააწყონ სუფრა. ახალი წელი თითქმის ყველაზე მასობრივი დღესასწაულია და ყველა ოჯახში აღინიშნება. ერთ-ერთი საახალწლო ტრადიცია არის ნაძვის ხის დადგმა, მისი მორთვა სხვადასხვა სათამაშოებითა და წვიმებით. ნაძვი სიცოცხლის მარადიულობის სიმბოლოა. დასავლეთ საქართველოში კი ნაძვთან ერთად ჩიჩილაკს დგამენ. ჩიჩილაკი ძირითადათ თხილის ხისგან კეთდება, მას ტკბილეულითა და ხილით რთავენ. ხოლო ახალი წლის სუფრის გაწყობას ბევრი დრო და ძალისხმევა სჭირდება. ყველა დიასახლისი ცდილობს უცნაური და მრავალფეროვანი კერძებით შეამკოს სუფრა.

Comments

Popular posts from this blog

რა არის ჩემთვის ნდობა

ერთგულება ნიჭია...

ესე "ტალანტის გამრავლება" (გრიგოლ ხანძთელი).