"მოკრძალება ალამაზებს ადამიანს"

      არსებობს გამონათქვამი "მოკრძალება ალამაზებს ადამიანს" თუ ვიმსჯელებთ იმის მიხედვით, რომ გრიგოლ ხანძთელი იყო ძალზედ დიდსულოვანი და მოკრძალებული ადამიანი, ამის გამო ყველას უყვარდა იგი.
გრიგოლ ხანძთელი სიცოცხლეშივე იქცა აღიარებული წმინდანად, მის ყოველ გამოჩენას სასწაული ახლავს, თავზე ნათლის გვირგვინი აქვს გამოსახული, მუდამ დიდების შარავანდედითაა გამოსახული. თუმცა გრიგოლი უაღრესად პრინციპულია, იგი უშეღავათოა მათთან, ვინც ზნეობრივ ნორმებს გადაუხვევს... თავმდაბლობა აუცილებელი თვისება უნდა იყოს ყოველი ადამიანისთვის იმიტომ, რომ თავმდაბლობის საწინააღმდეგო არის ამპარტავნება. ამპარტავნება კი არის ის ცოდვა, რომელმაც დაღუპა თვით ანგელოზი და ეშმაკად აქცია იგი.

   მაგრამ ჩემი აზრით, მოკრძალებულობა და თავმდაბლობა ყოველთვის მომგებიანი არაა, აქვს ბევრი უარყოფითი ფაქტორებიც. თუნდაც ის, რომ გამოჩნდება ცხოვრებაში ისეთი ადამიანი რომელსაც შენი ადამიანობა და ადამიანური ღირებულებები არაფრად მიაჩნია, ისარგებლებს ამ უპირატესობით, რომ იგი "ვინმეზე რამით მეტია" და ისე გადაგივლის თვალსაც არ დაახამხამებს.

ასეთია ჩემი დამოკიდებულება ზოგადად, ამ საკითხის მიმართ.

Comments

Popular posts from this blog

რა არის ჩემთვის ნდობა

ერთგულება ნიჭია...

ესე "ტალანტის გამრავლება" (გრიგოლ ხანძთელი).