Posts

Showing posts from December, 2016

დათუნა მგელაძემ ჩაცმულობაში ავთო აბესლამიძეს მიბაძა. მომღერალმა "X ფაქტორი"-ის გამარჯვებულის იმიჯი მოირგო!

Image

ქეთა თოფურიამ ჩაცმულობაში ავთო აბესლამიძეს მიბაძა

Image

გოგოს და ბიჭის მეგობრობა.

Image
   არსებობს უამრავი საკითხი, რაზედაც საზოგადოება ორ ნაწილად იყოფა! ორივე მხარი სრულიად საპირისპირო აზრს გამოთქვავს, რაც იწვევს აზრთა სხვადასხვაობას და ხშირად კონფლიქტის მიზეზიც ხდება. ამ თემაზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ და ვიკამათოთ, რასაც ჰქვია "გოგოს და ბიჭის მეგობრობა".   როგორც ასეთი, ძველად ტრადიციისამებრ ბიჭს ჰყავდა ძმაკაცი, ხოლო გოგოს დაქალი! მაშინ არიყო მიღებული მეგობრობა, საპირისპირო სქესის ადამიანებს შორის, ქალს და მამაკაცს არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონდათ გარდა სიყვარულისა...     21-ე საუკუნის საქართველოში, საპირისპირო სქესის მეგობრობა მიღებულია, ძალიან ხშირი შემთხვევებია, როდესაც მეგობრობის ეს მაგალითი "საუკეთესო"-ს ნიშნავს და ბევრი მათგანისთვის მეგობრობის ეს ფორმა ყველაზე კომფორტული და "ერთ სქესიან" მეგობრობაზე უფრო მყარი და ძლიერია.    ჩვენს ირგვლივ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან კონკრეტულად და მკაცრად, უარყოფენ ამ თემას და მიიჩნევენ, რომ ყოველივე ეს არის, ფარსი და მიუღებელი. მე შევეცდები რომ ამ თემის რეალურობაში და...

ავიმაღლოთ ცნობიერება "ახალ წელზე" ^_^

Image
   როგორც ყველა, ახალ წლის დადგომას ელოდება დიდი სიხარულით. "ახალი წელი"-ის დამდეგს ყველა ტრადიციისამებრ ხვდება: ოჯახებში, მეგობრებში, ნათესავებსა თუ კოლეგებში.    დიასახლისები ამზადებენ ნაირ-ნაირ კერძებს. ღამის 12:00 საათზე იშლება სუფრა სადაც, ტკბილეულით და თითო ჭიქა ღვინით აქვთ საშუალება, რომ მიულოცონ ერთმანეთს და ახალი წლის დადგომა იზეიმონ. ამ დროს ყველა სახლში, ჟრიამული და სიხარულია.     ზამთართან ერთად ყველა ჩვენთაგანი ოჯახში კარს შემოაღებს ახალი წელი - ოცდამეერთე საუკუნის რიგით მე-17 წელიწადი.      ნელ-ნელა ახლოვდება ახალი წელი. ყველა მოუთმენლად ელოდება ამ დღესასწაულს. საგანგებოდ აწყობენ  და ასევე ფიქრობენ თუ როგორ გააწყონ სუფრა. ახალი წელი თითქმის ყველაზე მასობრივი დღესასწაულია და ყველა ოჯახში აღინიშნება. ერთ-ერთი საახალწლო ტრადიცია არის ნაძვის ხის დადგმა, მისი მორთვა სხვადასხვა სათამაშოებითა და წვიმებით. ნაძვი სიცოცხლის მარადიულობის სიმბოლოა. დასავლეთ საქართველოში კი ნაძვთან ერთად ჩიჩილაკს დგამენ. ჩიჩილაკი ძირითადათ თ...

ესე "ტალანტის გამრავლება" (გრიგოლ ხანძთელი).

   გრიგოლი იყო კეთილი, დიდსულოვანი და ღვთის რჩეული ადამიანი. ზეცით კაცი, მიწაზე ანგელოზი. იგი ცდილობდა უდაბნოდ გამხდარი ქვეყანა დასახლებულად გადაექცია. ამიტომ მან მონასტრის შენება დაიწყო. გრიგოლმა ააშენა: ხანძთა და შატბერდი. მან იპოვა უეშმაკო, გულით კეთილი ადამიანები. მიიღო ისინი როგორც შვილები, ძმები და მოწაფეები. ასწავლა მათ ნამდვილი ღვთის სიყვარული, საათობით ლოცვა, უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესთვის, ძნელ პირობებში ცხოვრება, სამუდამო სასუფეველში დასამკვიდრებლად. ისინი იყვნენ ბედნიერები, რომ როგორც მარტვილები და მათზე-უფრო მეტად მხნეობდნენ რადგან, მარტვილები მხოლოდ ერთხელ ეწამნენ ისინი კი ყოველ დღე ეწამებოდნენ ქრისტეს სახელისთვის.      გრიგოლ ხანძთელმა საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ცხოვრებას ტაო-კლარჯეთში, იქ მან ხანძთასა და შატბერდში ააგო მამათა, ხოლო გუნათლესა და მერეში - დედათა სავანეები. დასავლეთ საქართველოში დაარსა უბისის მონასტერი. გრიგოლ ხანძთელის წაბაძვით მისმა მოწაფეებმა იწყეს მონასტრის მშენებლობა: იშხანში, ბარეთელაში, წყაროსთავში, ნეძვში და სხვა. ემს...

"მოკრძალება ალამაზებს ადამიანს"

      არსებობს გამონათქვამი "მოკრძალება ალამაზებს ადამიანს" თუ ვიმსჯელებთ იმის მიხედვით, რომ გრიგოლ ხანძთელი იყო ძალზედ დიდსულოვანი და მოკრძალებული ადამიანი, ამის გამო ყველას უყვარდა იგი. გრიგოლ ხანძთელი სიცოცხლეშივე იქცა აღიარებული წმინდანად, მის ყოველ გამოჩენას სასწაული ახლავს, თავზე ნათლის გვირგვინი აქვს გამოსახული, მუდამ დიდების შარავანდედითაა გამოსახული. თუმცა გრიგოლი უაღრესად პრინციპულია, იგი უშეღავათოა მათთან, ვინც ზნეობრივ ნორმებს გადაუხვევს... თავმდაბლობა აუცილებელი თვისება უნდა იყოს ყოველი ადამიანისთვის იმიტომ, რომ თავმდაბლობის საწინააღმდეგო არის ამპარტავნება. ამპარტავნება კი არის ის ცოდვა, რომელმაც დაღუპა თვით ანგელოზი და ეშმაკად აქცია იგი.    მაგრამ ჩემი აზრით, მოკრძალებულობა და თავმდაბლობა ყოველთვის მომგებიანი არაა, აქვს ბევრი უარყოფითი ფაქტორებიც. თუნდაც ის, რომ გამოჩნდება ცხოვრებაში ისეთი ადამიანი რომელსაც შენი ადამიანობა და ადამიანური ღირებულებები არაფრად მიაჩნია, ისარგებლებს ამ უპირატესობით, რომ იგი "ვინმეზე რამით მეტია" და ისე გადაგივლის თვა...