Posts

Showing posts from April, 2017

ერთგულება ნიჭია...

Image
     მოგეხსენებათ ადამიანების უამრავი კატეგორია არსებობს, ზოგი ზედმეტად განათლებულია, ზოგი მეტნაკლებად მაგრამ აკეთებენ ისეთ რამეებსაც, რაც დღევანდელობაში, გამოსადეგარია და სარგებლობის მომტანი. არიან ისეთი ადამიანებიც რომელთაც მაღალი თანამდებობა თუ ფული, ასე ვთქვათ "თავში უვარდებათ" და ხდებიან ისეთები, რომლებიც 21-საუკუნის საქართველოში და ზოგადად სამყაროში არ არის გასაკვირი, ამპარტავნები და ცივები.     მოსახლეობის საშუალო ფენა რასაც შეადგენს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 75%- ს არიან, მეგობრულები, ერთგულები, ისეთები გაჭირვებაში გვერდში, რომ დაგიდგებიან. ამ ფენის წარმომადგენლების სოციალური მდგომარეობა ძირითადად გავს ერთმანეთისას, ამიტომ მათში არ ხდება პირადი განხეთქილებები, კონფლიქტები, შური, დაძაბულობა და რაღათქმაუნდა უფრო ერთგულები არიან, რადგან მათ დასამალი ერთმნიშვნელოვნად არაფერი აქვთ, რადგან მათი ცხოვრების სტილი "ასე რომ ვთქვათ" ერთმანეთის მსგავსია.    ჩემი აზრით, "ერთგულება ნიჭია, რომელიც ყველას არ გააჩნია" ის გაქვს ან არ გაქვს! ამას ვერ შე...

დიდი იმპერატორების პოლიტიკური და პიროვნული თვისებები

                                   იულიუს კეისარი    იულიუს კეისარი ახალგაზრდობიდანვე ძალზედ შეუპოვარი, მაგრამ კეთილგონიერი პიროვნება იყო. ახალგაზრდობაში კეისარს ძლიერ უყვარდა ღვინის სმა და ქალებში დროს ტარება. სულამ მას ლოთიც კი შეარქვა, თუმცა შემდგომში კეისარმა მკვეთრად შეიცვალა ცხოვრების სტილი და სწორუპოვარი ჯარისკაცის სახელი მოიპოვა. კიესარი თავად იყო მაგალითი ლეგიონერებისათვის, იყო საოცრად გამძლე, ამტანი და თავზეხელაღებული მებრძოლი. იულიუს კეისრის ხასიათში ასევე იგრძნობა სამშობლოსადმი სიყვარული, სიამაყე და დამპყრობელი სული. 58-52 წლებში მან გალია დაიპყრო.                                                               ანტონიუსი    ანტონიუსის ხასიათში იგრძნობა მბრძანებლობის ინსტიქტი, ასევე სიამაყე. ანტონიუსისა ...

რა არის ჩემთვის ნდობა

Image
   ნდობა არის ის ერთ-ერთი ფაქტორი რაც ადამიანს ხდის თავდაჯერებულს. თუ ადამიანს ენდე ბოლომდე და გული გადაუშალე, ეს იმას ნიშნავს რომ ის ადამიანი შენთვის ძალიან ძვირფასი და ახლობელია. რაღათქმაუნდა ასევე არ შეიძლება ყველას ენდო, ირგვლივ უამრავი ბოროტად განწყობილი ადამიანია, რომელიც სხვისი უბედურებით თუ კონკრეტული წარუმატებლობით საზრდოობს, ეს იქნება კარიერული თუ პირადი ცხოვრება. ნდობა ყველას სხვადასხვანაირად ესმის, პირადად ჩემთვის ნდობა იცით რა არის?! ჩემი აზრით, "თუ ნდობა არ არის იქ არაფერი არ არის!!!", ირგვლივ ყველაფერი ნადგურდება, მეგობრობაც და სიყვარულიც. სიყვარული არის დიდი ნდობა, როცა ადამიანს ისე ენდობი, როგორც საკუთარ თავს და არასდროს არ გიწევს მასთან თამაში. თუ თამაშობ მხოლოდ, იმისათვის, რომ ცოტათი, ერთი ბეწოთი აეჭვიანოთ ხოლმე და მთლად ბოლომდე მოდუნების უფლებაც არ მისცე.    მიუხედავად ასაკისა, ჩვენ ყველანი სრულფასოვანი ადამიანები ვართ, ჩვენი ღირსებებით და შეცდომებით. ჩვენი შეცდომები ჩვენი პირადი პასუხისმგებლობაა და მასზე ვალდებულების აღება არც ოჯახს და არც ნათე...